Saturday, April 16, 2016

მეცხრე დღე

გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისათვის,გმადლობთ, ქალბატონო ნინო, ამ საინტერესო პროექტისათვის.

Sunday, April 10, 2016

მერვე დღე

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შევქმენით დამხმარე რესურსი, ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა  goole drave-ში,ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, ბევრი რამ ვისწავლეთ და  ძალიან კმაყოფილი ვარ.
ჩემი პროექტის  მხატვრულ -გამომსახველობითი ხერხები "ვეფხისტყაოსანში" პორტფოლიო

Saturday, April 9, 2016

მეშვიდე დღე

დავამთავრეთ პროცედურების შევსება.გავეცანით მეექვსე მოდულს,შევავსეთ სპეციალური საჭიროების , არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის დიფერენცირებული დავალებების გეგმა.

Sunday, April 3, 2016

მეექვსე დღე

დღეს პროექტის გეგმაში დავიწყეთ პროცედურების შეტანა, გავეცანით მეხუთე მოდულის პროექტების შეფასების სქემას და შევიტანეთ ჩვენს პროექტში. დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ვისწავლეთ ფერების, ფონის, შეცვლა, დროის დაყენება.

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე

დღეს ბევრი რამ შევისწავლეთ;გავაკეთეთ ბლოგზე ახალი გვერდები, , ვისწავლეთ რამდენი მნახველი ჰყავს ჩვენს ბლოგს,გავეცანით მეოთხე მოდულს,დავიწყეთ პოვერ პო
ინტში საპრეზენტაციო პროგრამაში მოსწავლისათვის საჩვენებელი მასალის შედგენა.
ნანა ნოზაძემ დაგვათვალიერებინა სკოლის შენობა შესვენების დროს, სკოლის მუზეუმიც ვნახეთ.

Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე

დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. შეფასების დაგეგმვა, შეფასების მოკლე მონახაზი, ხუთი მიზანი, საავტორო უფლებების შესახებ გავეცანით ინფორმაციას, შევისწავლეთ ვიდეოს,ფოტოების ატვირთვა ფონის შეცვლა. გეგმაში შევიტანე ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები.

გიორგი ლობჟანიძის ლექცია - “ვეფხისტყაოსნის” დროინდელი აღმოსავლური სუფი...

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

მესამე დღე
საინტერესო დღე იყო, დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა, განვიხილეთ მეორე მოდული,პროექტის გეგმაში შევიტანეთ ესგ-ის სტანდარტები და ჩამოვწერეთ მიზნები.გავიარეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები და ხვალისთვის ეს გვაქვს დასაწერი.

Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

ავირჩიე პროექტის თემა და დავიწყე ბუკლეტზე მუშაობა. მიმაჩნია, რომ კარგად დასურათებული და საინტერესო ციტატებით დამშვენებული ბუკლეტი უფრო მეტად დააინტერესებს როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს.

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

გავეცანი ინტელის პროექტების სახელმძღვანელოს, გავხსენი ახალი ბლოგი, რომელზეც შესაძლებელია პროექტის ატვირთვა, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობისას ახალი მასალის უკეთ ათვისებაში, ესგ-ით გათვალისწინებული მიზნების  მიღწევაში.